აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი: „მემარცხენე მედიას სურს თქვას, რომ ეს მსაჯი მსხვერპლია, რაც სიცრუეა
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სომალელმა მსაჯმა, ომარ არტანმა, მიიქცია. მას მუნდიალზე უნდა ემუშავა და აშშ-ში სტამბულიდან გაფრინდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს და უკან გააბრუნეს.
34 წლის არბიტრი, რომელიც აფრიკის თასის საუკეთესო მსაჯად დასახელდა, აშშ-ის საზღვარზე დიპლომატიური პასპორტის ქონის მიხუედავად, მაინც არ შეუშვეს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, მარკვეინ მალინმა სომალელი არბიტრის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ არ მივცემთ ნასამართლობის მქონე ან იმ ადამიანებს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, რომლებსაც, შესაძლოა, კრიმინალთან აქვთ კავშირი. სულ არ მაინტერესებს თქვენი სიტუაცია.
დეტალებში არ შევალ იმის თაობაზე, თუ რატომ ვუთხარით უარი ამ ადამიანს, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს“,
- განაცხადა მარკვეინ მალინმა.
მალინმა უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ეროვნებების, მათ შორის სომალელების მიმართ მიკერძოებულობას ასახავს.
„ახლა მემარცხენე მედიას სურს გაავრცელოს ინფორმაცია, რომ ეს ბიჭი მსხვერპლია, რადგან ჩვენ სომალის წინააღმდეგ ვართ განწყობილები. არა, ეს ასე არ არის“,
- აღნიშნა მალინმა.