საბაზრო ღირებულება ცნობილია - Transfermarkt-მა თორნიკე კვარაცხელია შეაფასა
სრულიად საფეხბურთო სამყარო, ხვიჩა კვარაცხელიას ძმას, თორნიკე კვარაცხელიას აკვირდება.
16 წლის გარემარბს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სულ ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა სააგენტო Transfermarkt-მა თორნიკეს საბაზრო ღირებულება პირველად განსაზღვრა.
2026 წლის, 10 ივნისის მონაცემებით, დინამო თბილისის შემტევის საბაზრო ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით, უმცროსი კვარაცხელია Crystalbet ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-11 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე კვარაცხელიას დებიუტო დინამო თბილისში 16 მაისს იბერია 1999-ის წინააღმდეგ შედგა.