ტომას ტუხელი
Aa
Aa

„ოთხი-ხუთი შეცდომა დაუშვა“ - ტუხელს ისევ აკრიტიკებენ

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამოკითხვა რომ ჩატარდეს, რომელი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელის მიერ გამოქვეყნებულმა სამუნდიალე შემადგენლობამ გამოიწვია ყველაზე დიდი აურზაური, უპირობოდ ტომას ტუხელი გაიმარჯვებს. ინგლისის ეროვნული გუნდის ეროვნულმა დამრიგებელმა პლანეტის პირველობის მიღმა ბევრი ისეთი მოთამაშე დატოვა, რომ კრიტიკის ობიექტად იქცა. მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არც „სამი ლომის“ ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი დარჩენილა, რომელმაც ინგლისურ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„საიმისოდ, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგო, ტუხელს საუკეთესო კადრები უნდა შეეყვანა განაცხადში, თუმცა საბოლოო არჩევანის გამო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მის განკარგულებაში ამჟამად მხოლოდ 13, ან მაქსიმუმ 15 უმაღლესი დონის ფეხბურთელია, დანარჩენებზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით.

ტომასი ყოველთვის მომწონდა, ბოლოს და ბოლოს მან „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და არაერთხელ დაამტკიცა, რომ თამამი გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირდა, თუმცა ახლა რამდენიმე მოთამაშის იგნორირებით ძალიან გამაბრაზა და ოთხი-ხუთი შეცდომა უკვე დაუშვა.

რომელ ფეხბურთელებს ვგულისხმობ? პირველ რიგში ჰარი მაგუაიერის მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვება დიდი სისულელეა. ის დენ ბერნის როგორც ძირითადში თამაშის, ასევე ცვლილებაზე შესვლის შემთხვევაშიც აჯობებდა. რაც შეეხება ო’რაილს, „სიტის“ მარცხენა მცველი უნიჭიერესია, თუმცა მისი იმედი უფრო მომდევნო მუნდიალზე მქონდა, იქამდე კი ამ ტურნირზე ლუკ შოუსგან სასარგებლო რჩევები უნდა მიეღო“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გასამართ მუნდიალზე L ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალბიონელთა მეტოქე ხორვატიის, განის და პანამის ეროვნული გუნდები იქნებიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას სახით საფეხბურთო ანგელოზი გვყავს“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან
„ხვიჩას სახით საფეხბურთო ანგელოზი გვყავს“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან