„სპორტთან არაფერი აკავშირებს“ - თოფურიამ გარსიაზე ისაუბრა
UFC-ის პარალელურად, ილია თოფურია კრივშიც გეგმავს სამომავლოდ ძალების მოსინჯვას, რის გამოც აქედანვე სხვადასხვა მოკრივეებთან ცხარე დისკუსია აქვს გამართული საიმისოდ, რომ მომავალი ჩხუბების მიმართ გულშემატკივრებს კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეთ. ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად დაძაბული ურთიერთობაა „ელ მატადორსა“ და კრივში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ რაიან გარსიას შორის და ალბათ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდება, რადგან ილიამ ამერიკულ-მექსიკური წარმოშობის სპორტსმენის წინააღმდეგ Full Mount MMA-ს საშუალებით, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
რას ამბობს თოფურია
დღესდღეობით კრივის სამყარო ყალბი სპორტსმენებით არის სავსე. მოკრივეები რინგზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადიან და როგორც ჩანს, ისინი მოსაგებად ყველაფერზე წამსვლელები არიან. ავიღოთ რაიან გარსია, ის ასეთ მაღალ დონეზე ჩხუბობს და სტეროიდებს იყენებს, რაც უბრალოდ სირცხვილია. ის არ წარმოადგენს სპორტს და არ არის ჭეშმარიტი ჩემპიონი, რადგან საერთოდ არ იცავს იმ ღირებულებებს, რომელიც სპორტის საშუალებით ჩვენ გულშემატკივრებამდე მიგვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში 2015 წლის აპრილიდან ჩხუბობს, UFC-ში კი მისი დებიუტი 2020 წელს შედგა. „ელ მატადორს“ ჩვიდმეტიდან ჩვიდმეტივე ბრძოლა მოგებული აქვს და აქედან მსაჯების გადაწყვეტილებით მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა.