Aa
Aa

"რეალი" - "იუვენტუსი" - მატჩის შემდეგ ხმამაღალი კომენტარები გაკეთდა!

მადრიდში გამართული ზედრამატული და სკანდალური მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა და არამარტო მათ, შეხვედრა შეაფასეს და საკმაოდ საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

ჯანლუიჯი ბუფონი: "გუნდმა ყველაფერი გაააკეთა იმისთვის, რომ თამაში შემოეტრიალებინა, თუმცა ყველაფერი ერთმა ადამიანმა გაანადგურა. ნათელია, რომ შენ გულის მაგივრად სანაგვე ურნა უნდა გქონდეს, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. ამასთან ერთად, თუ შენ არ გაქვს იმ დონის მენტალიტეტი, რომ ასეთ თამაშებში იმსაჯო, უნდა დაჯდე ტრიბუნაზე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად და ჩიპსები და სპრაიტი დალიო. ასეთ დროს, შენ არ გაქვს უფლება გუნდის ოცნებები გაანადგურო.

შენ უნდა იყო მკვლელი, რომ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რაც მსაჯმა ბოლო ორ ეპიზოდში მიიღო".

გოლკიპერმა კომენტარი უშუალოდ თამაშზე და მეტოქე გუნდის ასპარეზობაზეც გააკეთა:

„ორი მატჩის ჯამში მადრიდის „რეალმა“ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. მე მათ საუკეთესოს ვუსურვებ. ყოველთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში, თუმცა ობიექტურად ჩვენ მინიმუმ დამატებით დროს ვიმსახურებდით.

„ჩვენ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ 0.0005 პროცენტიანი შანსი გვქონდა თამაშის შემოტრიალების. მიუხედავად ამისა, მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ. ჩვენ ვიშრომეთ ბევრი და გავაკეთეთ ყველაფერი თამაშის მოსაგებად".

ჯორჯო კიელინი: "ეს ყველაზე დიდი ქურდობა იყო, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მინახავს, თუმცა გასაკვირი არ გახლავთ, რადგან გასულ სეზონში "რეალის" წინააღმდეგ იგივე რამ "ბაიერნსაც" შეემთხვა".

კრიშტიანო რონალდუ: "ფეხბურთი ასეთია. დღეს ჩვენ ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ "იუვენტუსმა" და ბუფონმა ეს არ დაუშვეს. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვება მოიპოვა.

როდესაც 98-ე წუთზე თერთმეტმეტრიანს ურტყამ, შენი გული გაცილებით სწრაფად ძგერს, თუმცა მე ჩემი თავი დავამშვიდე.  ვიცოდი, რომ ეს გადამწყვეტი მომენტი იყო და დარტყმის დროს ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი.

არ მესმის, თუ რატომ აპროტესტებენ პენალტის ეპიზოდს ტურინელები. აქ ყველაფერი ნათელი იყო - მსაჯი სწორად მოიქცა.

ძალიან დაძაბული მატჩი იყო. პირველ ნახევარში თამაში არ წაგვივიდა და ეს დღე ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს.  ბენატიამ ნამდვილად წესების დარღვევით იმოქმედა, იგი მთელი შეხვედრის განმავლობაში უხეშობდა.

ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება. ჩვენ ამჟამად კარგად არ გამოვიყურებით. ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა გვმართებს".

მარსელო: "ვფიქრობ, რომ პენალტი დასანიშნი იყო და მსაჯი სწორად მოიქცა. ეს 100%-ანი გადაწყვეტილება იყო.

"რომას" მსგავსად "იუვენტუსი" "ქამბექს" ვერ დადებდა, რადგან ჩვენ "რეალი" ვართ და არა "ბარსელონა".

საკამათო ეპიზოდი FIFA-ს ყოფილმა არბიტრმა ედუარდო იტურალდე გონსალესმაც შეაფასა, რომელიც ამჟამად მადრიდული AS-ის პროფესიონალ არბიტრად მუშაობს.

"ბენატია ვასკესს შეეხო, მაგრამ ეს საკმარისი კონტაქტი არ ყოფილა, რომ ოლივერს პენალტი დაენიშნა. გადაწყვეტილება მცდარი იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები