ქვილითაიას გოლი, კაშიას გაცილება, იეგოიანის დებიუტი | ფრე რუმინეთთან
საქართველო - რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ჩაკვეტაძე გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა დრაგუშინმა მის წინააღმდეგ ზუსტად იმოქმედა, დაასწრო და შემდეგ ფეხში ჩაარტყა. საქართველოს ნაკრების ათიანი მინდვრიდან გაიყვანეს, ფრანგმა სპეციალისტმა თამაშში ირაკლი იეგოიანი ჩართო.

55-ე წუთზე მამაგეიშვილმა ბურთი იეგოიანთან გაითამაშა, გიზის ჩაწოდების შემდეგ მეკარე შეცდა, რითიც გიორგი ქვილითაიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ეს მისი მე-7 გოლია ეროვნულ ნაკრებში.
55-ე წუთზე მუნტეანუმ, რომელიც ლუკა ლოჩოშვილმა ვერ გაანეიტრალა, თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
64-ე წუთზე ვილი სანიოლმა ქართული ფეხბურთის ლეგენდა, გურამ კაშია შეცვალა. ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი იყო და დამშვიდობება საკმაოდ ემოციური გამოვიდა.
სანიოლმა რუმინეთთან შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: მამარდაშვილი, მამაგეიშვილი, გოგლიჩიძე (გელაშვილი 83), კაშია (კ) (ბერიაშვილი 66), ლოჩოშვილი (დვალი 66), აზაროვი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (იეგოიანი 46), ქვილითაია (მექვაბიშვილი 84), ზივზივაძე (კვერნაძე 66)
მიმდინარე შეკრების ფარგლებში ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 5 ივნისს ბაჰრეინს უმასპინძლებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე'' 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარეობს განახლება