ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, ილია გაიმარჯვებს“ - მერაბის პროგნოზი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე

მერაბ დვალიშვილმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

„თუ მახაჩევი ილიას პარტერში გადაიყვანს, ის მის იქ გაჩერებას ვერ შეძლებს. მახაჩევი დიადი მებრძოლია. ვფიქრობ, მას შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი ნახევრადსაშუალო წონაში, ილიას გარდა. სტილები ქმნიან ბრძოლებს და ილიას სტილი ყველაზე ცუდი ვარიანტია ისლამ მახაჩევისთვის. თუ ისინი იჩხუბებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ილია გაიმარჯვებს.

ილია იმდენად კარგია. მე ვერ შევძელი მისი პარტერში გადაყვანა. ეს შეუძლებელია. მას თეიქდაუნებისგან ბრწყინვალე დაცვა აქვს. ის ძალიან ძლიერია ჭიდაობაში“, - განაცხადა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ორ კვირაში, თეთრ სახლში UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ, უნდა ჩავრეულიყავი, მაგრამ...“ - ომალიმ თოფურია-ჰოკიტის ინციდენტი გაიხსენა
„ალბათ, უნდა ჩავრეულიყავი, მაგრამ...“ - ომალიმ თოფურია-ჰოკიტის ინციდენტი გაიხსენა