„კრივის გაკვეთილებს ჩაგიტარებ“ | ილია თოფურიას პასუხი რაიან გარსიას
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ რაიან გარსიას უპასუხა. WBC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მოკრივემ განაცხადა, რომ კრივში მასთან ჩხუბის შემდეგ „ელ მატადორს“ ჩაის დალევის თავიც არ ექნება და საჭმლის ჭამა საწრუპით მოუწევს.
„შენ სახელი ჰაიპით შეიქმენი. მე სახელი ლეგენდების დაძინებით მოვიპოვე. კრივის გაკვეთილებს ჩაგიტარებ. მე და შენ ერთ დონეზე არ ვართ. ის ტიპიც მოიყვანე, ვისაც სექტემბერში ეჩხუბები, ორივეს ერთ რინგზე გცემთ.“
YOU BUILT YOUR NAME⁰ON HYPE
— Ilia Topuria (@Topuriailia) May 21, 2026
I BUILT MINE⁰BY PUTTING LEGENDS TO SLEEP
I WOULD GIVE YOU⁰A BOXING LESSON
WE ARE NOT⁰ON THE SAME LEVEL
BRING THE GUY⁰YOU FIGHT IN SEPTEMBER
I WOULD BEAT⁰BOTH OF YOU⁰IN THE SAME RING https://t.co/iJPUtEEvkI
ცნობისთვის, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ალვარო კოლმენეროსთვის მიცემულ ინტერვიუში „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ გარსია მისთვის ხელსაყრელი მეტოქეა და ჩხუბის დაწყებიდან მალევე დააფინიშებს. ამერიკელმა მოკრივემ მას უპასუხა და ილია ახლახან სწორედ მის სიტყვებს გამოეხმაურა.
გარსიას კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული, 25 მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა. 2024 წელს, გარსიამ დევინ ჰეინი დაამარცხა და WBC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დაისაკუთრა, მაგრამ მის სისხლში აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატის გამო ტიტული ჩამოართვეს და შედეგი გაუქმდა. 2026 წლის თებერვალში მან WBC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონობა მოიპოვა.