ვინისიუს ჟუნიორი, დანი კარვახალი, ფედე ვალვერდე, სანტიაგო კანისარესი
Aa
Aa

„ვინისიუსი ამის გამო უნდა გაუშვან“ - კანისარესის მადრიდული შავი სია

მადრიდის „რეალში“ მიმდინარე პროცესებს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება, მედიის წარმომადგენლები კი ცდილობენ ისეთი რესპოდენტების შერჩევას, რომელთა აზრიც საზოგადოებისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის საინტერესო მოსასმენი იქნება. ასეთთა რიგებს მიეკუთვნება ვეტერანი ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი, რომელსაც მართალია კარიერის საუკეთესო წლები „ვალენსიაში“ აქვს გატარებული, თუმცა „ღამურებში“ გადასვლამდე სამეფო კლუბის ღირსებასაც იცავდა.

სანტიაგო კანისარესი

კლუბის კაპიტნები შეუმჩნევლები არიან. დანი კარვახალი იმიტომ, რომ თამაში იშვიათად უწევს, ხოლო როდესაც მოედანზე არ გადიხარ, გასახდელზე კონტროლსაც კარგავ, შესაბამისად, თანაგუნდელებისთვისაც შენი აზრი ნაკლებად საინტერესო ხდება. მისი ტრავმიანობიდან და ამ ფაქტორიდან გამომდინარე, კარვახალმა თავად არ უნდა გაახანგრძლივოს ხელშეკრულება და პირადი ინტერესები გუნდზე მაღლა არ დააყენოს.

კლუბის მეორე კაპიტანი ფედე ვალვერდე დასჯილია, რადგან ის თვისებები არ აქვს, რაც კაპიტანს უნდა ჰქონდეს. მან არამხოლოდ კონფლიქტი შექმნა, არამედ უღირსად მოიქცა, რის გამოც სასწრაფოდ ტრანსფერზე უნდა დააყენონ.

რამდენიმე დღით ვინისიუსი „რეალის“ კაპიტანი იყო და მან გაიყვანა კლუბი მოედანზე ისეთ მნიშვნელოვან მატჩში როგორიც „ელ კლასიკოა“ და როგორ მოიქცა? ჟესტებით აჩვენა ყველას, რომ „ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგა 15-ჯერ აქვს მოგებული. იმის მაგივრად, რომ მოთმინება გამოიჩინოს და როგორც სამაგალითო კაპიტანს შეეფერება, მოისმინოს ყველა ის კრიტიკა, რომელიც კლუბმა საშინელი სეზონით დაიმსახურა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვინისიუსი გასაშვებია, გახლავთ ის, რომ მას მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტიღა აკავშირებს, რომელსაც არ ახანგრძლივებს და ეს ზაფხული ბოლო შანსია იმისათვის, რომ კლუბმა მასში ფული გამოიმუშავოს.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ზედიზედ მეორე სეზონია უტიტულოდ რჩება, რის გამოც მომავალ ზაფხულს კლუბს სავარაუდოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, ხოლო ჟოზე მოურინიოს სახით მადრიდელებს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ“ - დეშამმა კამავინგას სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
„სწორედ ამიტომ“ - დეშამმა კამავინგას სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა