Opta-ს პროგნოზი | რა შანსი აქვს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „მაინცს“ დაუპირისპირდება. ქართველი ფეხბურთელის გუნდს, რომელიც უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელოდება და აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება.
„ჰაიდენჰაიმს“, „ვოლფსბურგსა“ და „ზანქტ-პაულის“ 26-26 ქულა აქვთ. „ვოლფსბურგი“ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე მე-16 ადგილზე იმყოფება და ამ მომენტისთვის პლეი-აუტში სწორედ ის გადის. ბოლო ტურში „ვოლფსბურგი“ სტუმრად „ზანქტ-პაულის“ ხვდება და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ, საკუთარი პროგნოზი გაასაჯაროვა.
Opta-ს მიხედვით, „ჰაიდენჰაიმის“ გავარდნის ალბათობა 74.47 პროცენტია, „ვოლფსბურგის“ — 48.16%, ხოლო „ზანქტ-პაულის“ — 77.37%. იმის შანსი, რომ „ჰაიდენჰაიმი“ პლეი-აუტში ითამაშებს, 25.53 პროცენტია, „ვოლფსბურგის“ — 51.84%, „ზანქტ-პაულის“ — 22.63%.
ცნობისთვის, თუ „ჰაიდენჰაიმმა“ ვერ მოიგო, პლეი-აუტში მოხვედრის შანსი არ აქვს. თუ „ვოლფსბურგმა“ „ზანქტ-პაული“ დაამარცხა, ბუდუს გუნდს მოუწევს, „მაინცს“ დიდი ანგარიშით მოუგოს. თუ გამარჯვებული „ზანქტ-პაული“ გახდა, „ჰაიდენჰაიმის“ ამოცანაა, „მაინცი“ იმავე ან უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხოს.