კურტუა, დე ბრუინი, ლუკაკუ და სხვები | ბელგიის შემადგენლობა მსოფლიოსთვის
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მუნდიალზე ვერ ითამაშებს „ჩელსის“ ნახევარმცველი, რომეო ლავია, „ლიონის“ ფორვარდი მალიქ ფოფანა, „იუვენტუსის“ ფორვარდი ლოის ოპენდა და სხვები.
მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი), სენე ლამენსი (მანჩესტერი), მაიკ პენდერსი (სტრასბურგი).
დაცვა: ტიმოტი კასტანი (ფულემი), ზენო დებასტი (სპორტინგი), მაქსიმ დე კეიპერი (ბრაიტონი), კონი დე ვინტერი (მილანი), ბრანდონ მეხელე (ბრიუგე), თომა მენიე (ლილი), ნათან ნგოი (ლილი), ხოაკინ სეისი (ბრიუგე), არტურ თეატე (აინტრახტი)
ნახევარდაცვა: კევინ დე ბრუინი (ნაპოლი), ამადუ ონანა (ასტონ ვილა), ნიკოლას რასკინი (გლაზგო), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე), აქსელ ვიტცელი (ჟირონა)
თავდასხმა: შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), მატიას ფერნანდეს-პარდო (ლილი), რომელუ ლუკაკუ (ნაპოლი), დოდი ლუკებაკიო (ბენფიკა), დიეგუ მორეირა (სტრასბურგი), ალექსის სალემაკერსი (მილანი), ლეანდრო ტროსარი (არსენალი).
მსოფლიო ჩემპიონატამდე ბელგია ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ხორვატიასთან და ტუნისთან. მუნდიალზე ბელგია ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტეს, ირანსა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.