ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„ილია ცოცხალი ლეგენდაა“ | შონ ომალიმ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შუგამ“ UFC Freedom 250-ის პრესკონფერენცია გაიხსენა და „ელ მატადორს“ ცოცხალი ლეგენდა უწოდა.

„ილიამ Richard Mille-თან გააფორმა კონტრაქტი და მისი ძალიან მშურს, ოღონდ კეთილი შურით. სცენაზე გასვლამდე მას საათებზე ველაპარაკებოდი და, ჩემი აზრით, ძალიან მაგარია, რომ Richard Mille სპეციალურად მის საათს შექმნის.

ილია ძალიან მომწონს, კარგი ბიჭია. თოფურია ცოცხალი ლეგენდაა. თუ ოქტაგონში შევიდა და ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა, ზედიზედ ოთხი ნოკაუტი ექნება დიდების დარბაზის წევრი მებრძოლების წინააღმდეგ და ძალიან ძნელი იქნება, ვინმემ ოდესმე იგივე გაიმეოროს.

მეტოქის დანოკაუტება მარტივი ნამდვილად არ არის; ამის ზედიზედ ოთხჯერ გაკეთება, თან ასეთ მებრძოლებთან, სრული სიგიჟეა. ყოველთვის, როდესაც ასეთი ადამიანების გვერდით ვარ, ვცდილობ, მათ მიმართ პატივისცემა გამოვხატო“.

შეგახსენებთ, რომ ომალი „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე იბრძოლებს. „შუგას“ მეტოქე აიემან ზაჰაბი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტრიკლენდი ახალი წევრია, ჩიმაევი დაქვეითდა | UFC-ის P4P რეიტინგში ცვლილებებია
სტრიკლენდი ახალი წევრია, ჩიმაევი დაქვეითდა | UFC-ის P4P რეიტინგში ცვლილებებია