გიორგი მიქაუტაძე 34-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ცნობილი სტატისტიკური პორტალის Whoscored-ის ვერსიით, ლა ლიგის 34-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოვხდა.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, მიქაუტაძემ „ლევანტეს“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და Whoscored-სგან 8.43-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.
View this post on Instagram
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 29 ჩატარებულ მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ვილიარეალმა“ მომდევნო სეზონისთვის ჩემპინოთა ლიგაზე თამაში გაინაღდა. მიქაუტაძის გუნდი 34 ტურის შემდეგ 68 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, სტუმრად „მალიორკასთან“ გამართავს.