ლობჟანიძე სუპერლიგის სიმბოლურ გუნდში
დანიური ''რანდერსის'' ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის შემტევმა ''ლიუნგბიუსთან'' შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მან მე-15 და 31-ე წუთებზე გაიტანა გოლები.
სუპერ საბა გამარჯვების შემოქმედია

საბა დანიის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, ''რანდერსისთვის'' ჩატარებულ 24 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ''ლიუნგბიუსთან'' შეხვედრაში სუპერლიგაში პირველი დუბლი ჩაიწერა აქტივში.
საბა ლობჟანიძე: ''ახლა ჩემი დროა, უბედნიერესი ვარ''

დღეს. 4 აპრილს დანიის თასზე ''რანდერსი'' საკუთარ მოედანზე ''სილკებორგს'' შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ''სილკებორგის'' შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელები, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე ასპარეზობენ. სავარაუდოდ სამივე ქართველი ფეხბურთელი მიიღებს მატჩში მონაწილეობას.
