ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანის მე-5 გოლი სეზონში | ექსელსიორმა უტრეხტი გაანადგურა

ნიდერლანდების ერედივიზიეში ექსელსიორმა, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, უტრეხტი 5:0 გაანადგურა.  31-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, უტრეხტი 10 ფეხბურთელით დარჩა და მასპინძლებმა რიცხვობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს.

გამარჯვებულთა სასტარტო 11-ეულში ირაკლი იეგოიანმა ითამაშა, 69-ე წუთზე მეკარის მოგერიებულ ბურთზე დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 4:0 გახდა და საბოლოოდ ექსელსიორმა 5:0 მოიგო.

მიმდინარე სეზონი ირაკლი იეგოიანისთვის ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტოა, 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ ექსელსიორი 18-გუნდიან ჩემპიონატში 31 ქულით მე-14 ადგილზეა, გუნდმა 8-მატჩიან მოუგებელი სერია დაასრულა და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.

სეზონის დასრულებამდე 3 ტური რჩება. მომდევნო ტურში, 2 მაისს ექსელსიორი ესტუმრება გრონინგენს, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას წარმატებული დებიუტი | დინამომ ვაწაძის გოლებით მოიგო
ქეცბაიას წარმატებული დებიუტი | დინამომ ვაწაძის გოლებით მოიგო