ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

The Athletic-ის ინფორმაციით, „ცინცინატის“ წარმომადგენლებმა „სანტოსის“ თავდამსხმელის გარემოცვასთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს.

ამერიკულმა კლუბმა ბრაზილიელი ვარსკვლავის ფინანსური მოთხოვნები და ტრანსფერით მისი დაინტერესება დააზუსტა. ამ ეტაპზე პროცესი საწყის სტადიაზეა.

„ცინცინატიში“ მიიჩნევენ, რომ კლუბის ფინანსური რესურსები და ინფრასტრუქტურა მათ საშუალებას მისცემს, ნეიმარის გარდა, სხვა ვარსკვლავებიც მიიზიდონ. საუბარია აშშ-ის ნაკრების წევრებზეც, მათ შორის უესტონ მაკკენისა („იუვენტუსი“) და ჯოშ სარჯენტზე („ტორონტო“).

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს „სანტოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აკავშირებს. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

გეტყვით ასევე, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ნეიმარი „სელესაოში“ ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის არ შეიყვანა და მიზეზად ფეხბურთელის არასათანადო ფიზიკური კონდიციები დაასახელა. მისი თქმით, „ნეიმარს მუნდიალზე მოხვედრის შანსი აქვს, მაგრამ არა ასეთ ფორმაში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანტოსის მატჩი გამოტოვა და პოკერს თამაშობდა - ნეიმარის მორიგი სკანდალი
სანტოსის მატჩი გამოტოვა და პოკერს თამაშობდა - ნეიმარის მორიგი სკანდალი