ჩხარტიშვილის მორიგი ტიტული - ჩემპიონატის მასშტაბები იზრდება
Aa
Aa

ჩხარტიშვილის მორიგი ტიტული - ჩემპიონატის მასშტაბები იზრდება

სპორტკომპლექს „არენა 2“-ში მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ყველა წამყვანმა ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა მიიღო. აღსანიშნავია  ანასტასია ჩხარტიშვილის მორიგი შესანიშნავი გამოსვლა, რომელმაც ნინი ლიპარტიასთან დუეტში ქალთა წყვილის ფინალში მარიამ გორგაძისა და თაკო რიჟვაძის ტანდემს აჯობა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ ვაჟებს შორის ერთეულებში, რომლის ფინალშიც ლაშა ლომიამ ლევან ბელიაშვილი დაამარცხა, ქალებს შორის შეჯიბრების გადამწყვეტ შეხვედრაში კი ანა ნიკოიან-ჩერვიკი ვენერა ბარამიძეზე ძლიერი აღმოჩნდა. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული კიდევ ორ კატეგორიაში გათამაშდა - ვაჟთა წყვილებში ნიკოლოზ ჩხარტიშვილისა და დავით ჭედიაშვილის წყვილმა ანდრეა ჩხარტიშვილისა და მათე ღამბარაშვილს ორეულს აჯობა. შერეულ წყვილებში კი ანა ნიკოიან-ჩერვიკისა და ზურაბ თებიძის დუეტმა გაიმარჯვა, რომელთაც ნიკოლოზ ჩხარტიშვილსა და ნინი ლიპარტიას მოუგეს.

ცნობისათვის, ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და 82 სპორტსმენი მონაწილეობდა, რითაც ნათლად ჩანს, რომ გათამაშების მასშტაბები თანდათან იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს
მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს