ლებრონის მორიგი უცნაური რეკორდი
Aa
Aa

ლებრონის მორიგი უცნაური რეკორდი

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერი - ლებრონ  ჯეიმსი საოცარ ფორმაშია, იგი წლევანდელ სეზონში 27.4 ქულას, 8.6 მოხსნას და 9.1 გადაცემას აგროვებს. „მეფე“ განსაკუთრებით კარგად ყველა ვარსკლავის მატჩის შემდეგ გამოიყურება და თებერვალსა და მარტში მის ანგარიშზე საშუალო სამმაგი დუბლია.

რამდენიმე დღის წინ ლებრონმა საკალათბურთო ასოციაციის მორიგი რეკორდი გაიფორმა, იგი ერთადერთი კალათბურთელია ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში, როგორც ყველაზე ახალგაზრდამ, ასევე ყველაზე ასაკოვანმა მოახერხა 2000-ზე მეტი ქულის, 500-ზე მეტი მოხსნის და 500-ზე მეტი გადაცემის მოგროვება.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინთან“ მატჩის შემდეგ ლებრონი გახდა მესამე მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც 10 სეზონში შეძლო 2000 ქულის მოგროვება. „მეფე“ ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორ ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს (11) და კარლ მელოუნს (12) ჩამორჩება.

ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდი“ 44 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება და „ფილადელფიას“ მხოლოდ 1 გამარჯვებით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები