ტომ ასპინალმა დაბრუნება დააანონსა
UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი, ტომ ასპინალი, რომელიც თვალის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, როგორც ჩანს, ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზადაა.
„საქმეში ვბრუნდები“, – დაწერა მძიმეწონოსანმა სოციალურ ქსელში.
ბრიტანელის ეს განცხადება გაჟღერდა იმ საუბრების ფონზე, რომელიც დროებითი საჩემპიონო ქამრის შემოღებას ეხება (რომლისთვისაც შესაძლოა სირილ განმა და ალექს პერეირამ იბრძოლონ). ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჯონ ჯონსი, ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს „თეთრ სახლში“ გასამართ ტურნირზე დაბრუნების თაობაზე.
ტომ ასპინალი ოქტაგონზე გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოსულა, როდესაც პირველი რაუნდის ბოლოს სირილ განისგან თვალებში თითების ორმაგი ჩარტყმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ზაფხულში ბრიტანელი, რომელიც მანამდე დროებით ქამარს ფლობდა, სრულფასოვან ჩემპიონად გამოცხადდა, რადგან ჯონსმა გადადგომის შესახებ განაცხადა და ტიტული ვაკანტური გახადა.