„იანს ორივე დაამარცხებს“ - ილიამ დვალიშვილზე და ომალიზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ადინ როსთან ლაივის დროს მერაბ დვალიშვილის, შონ ომალისა და პიოტრ იანის შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს „მატადორი“:
„ომალი თუ იანი? სტილისტურად? შონი. თუ ის სწორი განწყობით გამოვა და სრულყოფილ საწვრთნელ ბანაკს გაივლის, მოიგებს ამ ბრძოლას.“
„დვალიშვილი? ჩვენ ძმები ვართ. მიმაჩნია, რომ ის იანთან დაუყოვნებლივ რევანშს იმსახურებს. მერაბი შეცდომებს გამოასწორებს და გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჩხუბის შემდეგ პიოტრმა წელზე ოპერაცია ჩაიტარა და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღად ივლისი სახელდება. „მანქანას“ რევანში სურს და დარწმუნებულია, რომ მესამე ბრძოლას იმსახურებს.