Aa
Aa

ზაზამ სასტარტოში დაიწყო -"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეორედ წააგო

მორიგი შეხვედრა წააგო მოქმედმა ჩემპიონმა - “გოლდენ სტეიტმა". “მეომრები" ამჯერად ოკლენდშიინდიანასთან" დამარცხდნენ.

თანაბარი სამი მეოთხედის შემდეგპეისერსმა" ბოლო პერიოდი 24-11 მოიგო და შეხვედრაში 11 ქულიანი სხვაობით - 92-81 იმარჯვა.

მატჩი სასტარტოში დაიწყო ზაზა ფაჩულიამ, თუმცა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ფოლი მიიღო.

უორიორსის" რიგებში მხოლოდ სამმა კალათბურთელმა მოახერხა 10 ქულიანი ნიშნულის გადალახვა. ყველაზე შედეგიანი ნიკ იანგი იყო 12 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ანდრე იგუდალამ. ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა კევონ ლუნის - 8 ქულა, 11 მოხსნა.

“პეისერსს" ტრადიციულად ვიქტორ ოლადიპომ ულიდერა 24 წულით. ორმაგი დუბლი მიითვალა თადეუს იანგმა - 17 ქულა, 10 მოხსნა. ასევე 17 ქულა შესძინა გუნდს ბოიან ბოგდანოვიჩმა.

44 მოგებითა და 31 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს“ „მეომრები“ დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ და სეზონს სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები