ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში - ჯეიმს მილნერის რეკორდი
Aa
Aa

ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში - ჯეიმს მილნერის რეკორდი

პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ბრაიტონი ბრენტფორდს უპირისპირდება. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ჯეიმს მილნერი, რომლისთვისაც აღნიშნული დაპირისპირება სარეკორდოა.

ვეტერანი ნახევარმცველი დღეიდან არის ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - 654. ჯეიმსმა გარეთ ბერის რეკორდი გააუმჯობესა.

ცნობისთვის, მილნერმა ყველაზე მეტი მატჩი ლივერპულის რიგებში ჩაატარა - 230. მანჩესტერ სიტის რიგებში 147 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ასტონ ვილაში 100, ნიუკასლში 94, ლიდსში 48 და ბრაიტონში უკვე 35.

პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ავტორების ტოპ 10:

ჯეიმს მილნერი - 654 მატჩი
გარეთ ბერი - 653 მატჩი
რაიან გიგზი - 632 მატჩი
ფრენკ ლამპარდი - 609 მატჩი
დევიდ ჯეიმსი - 572 მატჩი
გარი სპიდი - 535 მატჩი
ემილ ჰესკი - 516 მატჩი
მარკ შვარცერი - 514 მატჩი
ჯეიმი კარაგერი - 508 მატჩი
ფილ ნევილი - 505 მატჩი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები