„გეიჯის დაანოკაუტებს, პიმბლეტს ეგრევე დააფინიშებდა“ | ილიას მწვრთნელის კომენტარი
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას, მწვრთნელმა ხავი კლიმენტიმ ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა. კლიმენტიმ პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ ორივე უშანსოდაა.
„პიმბლეტს შეეძლო მოეგო და ძალიან გვინდოდა, პედი მაგრად გვეცემა, მაგრამ ეს არ მოხდება. მას გაუმართლა. როგორც კი პიმბლეტის ჩხუბი დასრულდა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რა მოუვიდოდა მას ილიასთან. დარწმუნებული ვარ, როგორც კი პირველ დარტყმებს გაცვლიდნენ, პიმბლეტი ნოკაუტში აღმოჩნდებოდა. არ ვიტყვი, საწყის 30 წამში, 1 წუთში ან 2 წუთში დაანოკაუტებდა-მეთქი, მაგრამ ორთაბრძოლა პირველ რაუნდს არ გასცდებოდა.
გეიჯისთან ჩხუბში კარგად გამოჩნდა, რომ პიმბლეტს კრივში მოსამატებელი აქვს. გაცვლების შემდეგ თავს არ იცავდა, ხელებს დაბლა სწევდა და დისტანციას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება გეიჯის, ის ამბობს, რომ ილიასთან წინ წამოვა, შოუს დადგამს და ნოკაუტის პოვნას შეეცდება. მას გამარჯვება როგორც არ უნდა სურდეს და რა დონის მებრძოლიც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, როგორც კი ილიას დარტყმა მოხვდება, თუ არ დანოკაუტდა, წინ ვეღარ წამოვა.
ჯასტინს ჩვევაში აქვს, რომ როდესაც დარტყმები ხვდება, ყოყმანს იწყებს, ილიას დარტყმები კი აუცილებლად მოგხვდება. გეიჯისთან ჩხუბისთვის მოვემზადებით და ვფიქრობ, თოფურია მასაც დაანოკაუტებს“, — განაცხადა კლიმენტიმ.
ცნობისთვის, უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ილიასა და გეიჯის ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიების ფარგლებში გაიმართება, რომელიც ივნისშია ჩანიშნული.