საკუთარი თავითაც გაკვირვებული ვარ | უსმან ნურმაგომედოვი დევისთან გამარჯვებაზე
PFL Road to Dubai-ის ტურნირზე, რომელიც დუბაის კოკა-კოლა არენაზე გაიმართა, საღამოს მთავარ ბრძოლაში უსმან ნურმაგომედოვმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა 2025 წლის PFL-ის ტურნირის გამარჯვებულის, ბრიტანელი ალფი დევისის წინააღმდეგ.
ალფი დევისის დამარცხების შემდეგ უსმან ნურმაგომედოვმა ბრძოლის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ საკუთარმა შესრულებამ თავადაც გააოცა. ჩემპიონმა ხაზი გაუსვა მეტოქის სისწრაფესა და იმ ტაქტიკას, რომელმაც მას წარმატება მოუტანა.
უსმან ნურმაგომედოვი: „ბრძოლის ტემპმა გამაოცა, მისი დაჭერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ერთადერთი გამოსავალი ზურგიდან შესვლა და ჩხუბის ნაადრევად დასრულება იყო. სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავითაც კი გაკვირვებული დავრჩი. მოჭიდება ძალიან მჭიდრო იყო და ჩემი პირობაც შევასრულე, მეტოქე დავახრჩე.
რაც შეეხება ხაბიბს, მას გამოწვევები უყვარს. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს გვერდითაა“.
მარცხის შემდეგ ალფი დევისმა ემოციები გააზიარა და უსმან ნურმაგომედოვის უნარებს ხაზი გაუსვა. ბრიტანელმა მებრძოლმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისლამ მახაჩევთან გამართულ მოკლე დიალოგზე, რომელიც ბრძოლის შემდეგ შედგა.
ალფი დევისი: „ასეთია ელიტური დონის კონკურენციის ცხოვრება. ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა კი ისლამ მახაჩევმა მითხრა: როდესაც მას ხელი ჩამოვართვი, მომმართა: 'ჰეი, ძმაო, ანგარიში 1-1-ია'.
რაც შეეხება უსმანს, ის მართლაც ძალიან უხერხული მეტოქეა. მასთან დარტყმის განხორციელება რთულია, პარტერში კი განსაკუთრებით ძნელად დასამორჩილებელია“.