ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

საქართველო 14 ქულით მესამე ადგილზეა | ბერულავა-მეტელკინას წყვილი მოკლე პროგრამაში მეორეზეა

ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს. დღეს მოკლე პროგრამაში საქართველო ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა წარადგინა. მათი გამოსვლა 77.54 ქულით შეფასდა და 9 გუნდური ქულით მეორე ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილიც გამოვიდა. მათ საქართველოს 5 ქულა მოუტანეს. საერთო ჯამში, ორი დისციპლინის შემდეგ, საქართველო 14 ქულით მესამე პოზიციაზეა. პირველზეა აშშ (16 ქულა), მეორეზე - იტალია 14 ქულით.

მოგვიანებით მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა გამოვა, 7 თებერვალს - ნიკა ეგაძე.

ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ ჩათვლაში 10 ქვეყანა მონაწილეობს. ოთხი გამოსვლის შემდეგ ფინალში საუკეთესო ხუთი ნაკრები იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები