ევროპის ჩემპიონატი - ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის გამარჯვებულია
ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე 23 ქვეყნის 29 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის გამარჯვებული და მცირე ოქროს მედლის მფლობელი 91.28 ქულით, საქართველოს ნაკრების წევრი, ნიკა ეგაძე გახდა.
ორი ოთხმაგი ნახტომი, ურთულესი ტექნიკური ელემენტები, საოცარი კომპოზიცია - ნიკამ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლუკას ბრიტჩგის 9 ქულით მოუგო და სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს.
ეს ქართველი მოციგურავის კარიერაში საუკეთესო შესრულებაა მოკლე პროგრამაში და ასევე ყველაზე მაღალი რეიტინგული შედეგი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას 17 იანვარს წარმოადგენს.
გეტყვით ასევე, რომ შეჯიბრების მეორე დღეს თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დაიმსახურა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.