მეექვსე ადგილი მოკლე პროგრამის შემდეგ | სმოლკინისა და დევისის წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს მაყურებლების წინაშე რიტმულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილები წარდგნენ და დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის დუეტმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
ქართულმა წყვილმა 78.67 ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ მეექვსე ადგილზე იმყოფება. დევისისა და სმოლკინის დუეტმა ტექნიკურ ელემენტებში 44.66 ქულა დაიმსახურა, ხოლო პრეზენტაციაში 34.01 ქულა მიიღო.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილს ლორენს ფურნიე ბოდრისა და გიიომ სისერონის დუეტი იკავებს — 86.93 ქულა. მეორე ადგილზე ლაილა ფიარი და ლუის გიბსონი არიან — 85.47 ქულა, მესამეზე კი ჩარლინ გუინარი და მარკო ფაბრი — 84.48 ქულა.
ცნობისთვის, თავისუფალი პროგრამა ხვალ გაიმართება და რიტმული ცეკვების გარდა, გამარჯვებულების ვინაობა კაც მოციგურავეებს შორისაც გამოვლინდება, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე პირველ ადგილზეა.