ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ბრწყინვალე თავისუფალი პროგრამა | გუბანოვამ მეხუთე ადგილი დაიკავა

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ შეფილდში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს ქალი მოციგურავეები თავისუფალი პროგრამით წარდგნენ და ანასტასია გუბანოვამ მეხუთე პოზიცია დაიკავა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა. ანასტასიამ 128.19 ქულა დაიმსახურა და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჩემპიონ ნინა პეტროკინას ჰქონდა — 145.33.

გუბანოვამ მოკლე პროგრამა 56.17 ქულით დაასრულა და უფრო მაღალი პოზიციის დაკავებაში ხელი ამან შეუშალა. ორივე პროგრამის ჯამში ანასტასიამ 184.36 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლამდე ორი ქულა დააკლდა.

ცნობისთვის, ტურნირის მეოთხე დღეს მედლების კომპლექტი მამაკაცთა შორის გათამაშდება და ნიკა ეგაძეს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. ქართველი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა. მამაკაცთა გამოსვლის შემდეგ კი რიტმული ცეკვების წყვილების ასპარეზობას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„15 შემტევიც რომ მყავდეს...“ - სლოტმა სალაჰის მომავალზე ისაუბრა
„15 შემტევიც რომ მყავდეს...“ - სლოტმა სალაჰის მომავალზე ისაუბრა