Aa
Aa

დუაით ჰოვარდის არაამქვეყნიური პერფორმანსი

საოცარი შეხვედრა ჩაატარა „შარლოტ ჰორნეთსის“ ცენტრმა დუაით ჰოვარდმა. 32 წლის კალათბურთელმა „ბრუკლინთან“ მატჩში 34 წუთში 32 ქულას და 30 მოხსნას მოუყარა თავი.

2010 წლის შემდეგ „სუპერმენი“ პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 30-ზე მეტი ქულა და მოხსნა მიითვალა. კევილ ლავმა „ნიუ- იორკთან“ შეხვედრაში 31 ქულა და 31 მოხსნა მოაგროვა.

საინტერესოა, რომ კევინ ლავამდე მსგავსი მიღწევა მოუზეს მელოუნს ჰქონდა, რომელმაც ასეთივე სტატისტიკური მაჩვენებელი 1982 წელს დააფიქსირა.

დუაით ჰოვარდის საოცარი თამაშით „ჰორნეთსმა“ 23 ქულიანი სხვაობა აღმოფხვრა და შეხვედრა 111-105 მოიგო.

„ჰორნეთსს“ „სუპერმენის“ გარდა კემბა ვოკერმა ულიდერა 24 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ფრენკ კამინსკიმ.

„ბრუკლინის“ რიგებში დეანჯელო რასელი გამოირჩა 19 ქულით. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა მიითვალა ლევერტმა.

„შარლოტა“ 31 მოგებითა და 41 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები