იგა შვიონტეკი, ჯესიკა პეგულა
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობა | პეგულამ ანისიმოვას მოუგო, რიბაკინამ შვიონტეკი დაამარცხა

ავსტრალიის დიდი სლემის ღია პირველობაზე ქალთა შორის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. გამთენიისას მეოთხედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა და ელენა რიბაკინამ იგა შვიონტეკი დაამარცხა, ჯესიკა პეგულამ კი ამანდა ანისიმოვას მოუგო.

პოლონელმა ჩოგბურთელმა პირველივე გეიმში ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა რიბაკინამ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. 5:5-ზე ყაზახმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება ნულზე მოიგო, მომდევნო გეიმში კი ორი სეტპოინტი მიიღო, რომელთაგან ერთი გამოიყენა და საწყისი პარტია 7:5 დახურა. მეორე სეტში რიბაკინა ბრწყინვალე იყო და შვიონტეკს შანსი არ დაუტოვა — 6:1.

რიბაკინასა და შვიონტეკის შემდეგ კორტზე ჯესიკა პეგულა და ამანდა ანისიმოვა გავიდნენ. პეგულა პირველ სეტში შესანიშნავი იყო და 6:2 იმარჯვა, მეორე პარტიაში კი საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ჯესიკამ 7:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში პეგულას მეტოქე რიბაკინა გახლავთ, მეორე ფინალისტის ვინაობას კი ელინა სვიტოლინა და არინა საბალენკა გაარკვევენ. საინტერესოა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარე გათამაშებაში სეტი ჯერ ნახევარფინალის არც ერთ მონაწილეს არ წაუგია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პრემიერლიგაში ასეთი გუნდი ვერაფერს გახდება“ - კარაგერი სლოტს აკრიტიკებს
„პრემიერლიგაში ასეთი გუნდი ვერაფერს გახდება“ - კარაგერი სლოტს აკრიტიკებს