„სიგიჟეა, რაც მერაბმა გააკეთა“ | ომალიმ დვალიშვილზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგასთვის“ პრობლემა არაა, პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე „მანქანა“ იყოს, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს.
„არ გავბრაზდები, მერაბს რემატჩი რომ მისცენ. დვალიშვილმა 2025 წელს ოთხი საჩემპიონო ორთაბრძოლა გამართა, რაც სრული სიგიჟეა. მერაბის გზა რომ აირჩიონ, არ გავბრაზდები — ის ამას იმსახურებს. თუმცა, ვაპირებ, ოქტაგონში შევიდე, შოუ დავდგა და ვეცადო, დვალიშვილზე წინ აღმოვჩნდე.
ვეცდები, ჩემი საქმე შევასრულო, შემდეგ ექვსი თვე დავისვენო და დაველოდო, რა მოხდება. თუ იანმა დვალიშვილს მოუგო, მას ვეჩხუბები. თუ მერაბმა გაიმარჯვა, ალბათ, სხვა მეტოქესთან მომიწევს დაპირისპირება. ახლა ამაზე არ ვნერვიულობ, რადგან წინ ურთულესი დაბრკოლება მელოდება.“
შეგახსენებთ, რომ ომალი UFC 324-ზე იჩხუბებს და მისი მეტოქე სონგ იადონგი იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად „შუგას“ მოიაზრებენ, ხოლო მათი დაპირისპირება ღონისძიების თანამთავარი მოვლენა გახლავთ.