ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ჯერ ქამარი დაიცვას და მერე ვილაპარაკოთ“ - მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ილია ქვემსუბუქ წონაში ავა.

რას ამბობს ილსამი:

„ქვემსუბუქ წონაში გადასვლით ის არაფერს კარგავს. თუ ჩემთან დამარცხდება, ისევ მსუბუქ წონაში დაბრუნდება და ტიტულს იქ დაიცავს. მაგრამ ახლა, არა მგონია მას ამისი დრო ჰქონდეს. ილიას მსუბუქ წონაში ქამარი ჯერ არ დაუცვია და როგორც ვიცი, ჯერ ვერც იჩხუბებს, რადგან ოჯახური პრობლემები აქვს. არ ვიცი, როდის დაბრუნდება, მაგრამ როდესაც ამის დრო მოვა, ჯერ თავისი ქამარი უნდა დაიცვას. დროებითი ტიტული შეიქმნება და თოფურიას პიმბლეტსა და გეიჯის შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.“

რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიამ სოცალური ქსელების პირდაპირ ეთერში თავისი დაბრუნება დააანონსა. როგორც „მატადორი“ ამბობს, გულშემატკივრები მას აპრილი-ივნისის პერიოდში იხილავენ და ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ცნობისთვის, გეიჯი და პიმბლეტი საქართველოს დროით 26 იანვარს მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა
„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა