ილია თოფურია, მაიკლ ჩენდლერი
Aa
Aa

„ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“ - თოფურიამ მაიკლ ჩენდლერს უპასუხა

რამდენიმე დღის წინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტთან დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის დანიშნულ ჩხუბს მოიგებს, წლის ბოლოს კი ილია თოფურიასაც დაამარცხებს.

ამის შემდეგ, ჩენდლერის სიტყვების შეფასება სოციალური ქსელების პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებმა ილია თოფურიას სთხოვეს, რასაც „მატადორმა“ ასე უპასუხა.

რა თქვა ილიამ:

„სრულიად გულახდილი ვიქნები თქვენთან, მაიკლ ჩენდლერი არასდროს ყოფილა დიდი მებრძოლი... ის საშუალო დონის მებრძოლია, ვინ დაამარცხა მან UFC-ში?“

ილია თოფურიამ ამავე პირდაპირ ეთერში თავისი დაბრუნებაც დააანონსა. როგორც „მატადორი“ ამბობს, გულშემატკივრები მას აპრილი-ივნისის პერიოდში იხილავენ და ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ცნობისთვის, გეიჯი და პიმბლეტი საქართველოს დროით 26 იანვარს მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯი საუკეთესოა, პედის სათანადოდ არ აფასებთ“ - ჩენდლერმა თოფურიაც ახსენა
„გეიჯი საუკეთესოა, პედის სათანადოდ არ აფასებთ“ - ჩენდლერმა თოფურიაც ახსენა