ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, მაიკლ ჩენდლერი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„გეიჯი საუკეთესოა, პედის სათანადოდ არ აფასებთ“ - ჩენდლერმა თოფურიაც ახსენა

იანვრის ბოლოს UFC 324-ის ძალიან საინტერესო ღონისძიება შედგება, რომლის მთავარი მოვლენაც მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლაა, სადაც ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დაუპირისპირდებიან. ბევრი თვლის, რომ ეს დაპირისპირება თოფურია-პიმბლეტის ჩხუბის პრელუდია უნდა იყოს, თუმცა მაიკლ ჩენდლერი მიიჩნევს, რომ ვისაც ასეთი გათვლები აქვს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, რადგან ის ამ დივიზიონში ძალთა თანაფარდობას სულ სხვაგვარად აფასებს.

მაიკლ ჩენდლერი

ამჟამად მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი ჯასტინ გეიჯია. თუმცა, აქვე ვიტყოდი, რომ პიმბლეტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე გულშემატკივარს ჰგონია. მერწმუნეთ, პედის სათანადოდ არ აფასებენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მათ დაპირისპირებაში სწორედ გეიჯი გაიმარჯვებს, 2026 წლის ბოლოს კი ჯასტინი უკვე ილია თოფურიასაც დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის მაიკლ ჩენდლერს UFC-ში ზედიზედ სამი მარცხი აქვს - მან დასტინ პორიესთან - საბმიშენით, ჩარლზ ოლივეირასთან - მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო პედი პიმბლეტისთან ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია VS არმანი, დვალიშვილი-იანის ტრილოგია | როგორია ალჯამეინ სტერლინგის მოლოდინი
ილია VS არმანი, დვალიშვილი-იანის ტრილოგია | როგორია ალჯამეინ სტერლინგის მოლოდინი