პედი პიმბლეტი
Aa
Aa

ისლამი ხაბიბზე წინ დგას, ორი წონის ჩემპიონია | პედი გეიჯთან ბრძოლას ფორმაში ხვდება

MMA-ს მებრძოლის, პედი პიმბლეტის განცხადებით, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლთა (GOAT) სიაში მოსახვედრად ორი წონის ჩემპიონობა გადამწყვეტი ფაქტორია, სწორედ ამიტომ ის ისლამ მახაჩევს ხაბიბ ნურმაგომედოვზე მაღლა აყენებს: „ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად მოვიხსენიებოდე, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ სტატუსის მოპოვება შეუძლებელია, თუ ორი წონის ჩემპიონი არ გახდები, ისევე როგორც ეს ისლამმა შეძლო. დღეს, ყველა დროის საუკეთესოზე მსჯელობისას, ისლამი ხაბიბზე წინ დგას, რადგან მან ორი დივიზიონის ტიტულის დაუფლება შეძლო.“

Applied Nutrition-თან ინტერვიუში პედიმ უახლოეს ბრძოლაზეც ისაუბრა, დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება: „გულწრფელად მჯერა, რომ დღეს აქ არ ვიქნებოდი, რომ არა ის მარცხები და სხვა მოვლენები, რაც გადამხდა. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, ვინც ახლა ვარ. ასე რომ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

ახლა ბრძოლის მოლოდინში ვარ. მომავალი კვირა დატვირთვის შემცირებას დაეთმობა, მომდევნო — წონის კლებას. მთელი მძიმე სამუშაო უკვე შესრულებულია. დღევანდელმა სპარინგებმა და ვარჯიშმა აჩვენა, რომ მთელი მოსამზადებელი ციკლის განმავლობაში ახლა ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ფორმის პიკში საჭირო დროს შევდივარ.

31 წლის ვარ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმია. ფიზიკურად და მენტალურად მხოლოდ 25-26 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი, მანამდე ბავშვის სხეული მქონდა. ვფიქრობ, ჩემს პიკს (პრაიმს) უახლოეს ორ წელში მივაღწევ.“

შეგახსენებთ, რომ UFC 324-ზე, 25 იანვარს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იჩხუბებენ, მათ შორის გამარჯვებული, დენა უაითის თქმით, ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები