ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„10-ჯერ რომ ეჩხუბო, რამდენჯერ მოუგებ?“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანი ცნობილი იუთუბერის, მათან ივენის პოდკასტის სტუმარი იყო. სომეხმა მებრძოლმა ბევრ თემაზე ისაუბრა და UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

— მოდი, ვთქვათ, რომ ილია თოფურიას 10-ჯერ ეჩხუბები. რამდენჯერ გაიმარჯვებ?

ცარუკიანი: „თერთმეტჯერ.“

— ანუ არ ფიქრობ, რომ ის შესანიშნავი მებრძოლია?

ცარუკიანი: „ის შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ჩემს წონით დივიზიონში არავინაა, ვისაც ჩემი დამარცხება შეუძლია.“

ცარუკიანს მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია. ცნობილ ჟურნალისტთან, არიელ ჰელვანისთან საუბრისას არმანმა აღნიშნა, რომ UFC ყველაფერს აკეთებს, რათა მან და ილიამ არ იჩხუბონ. მისი აზრით, ორგანიზაციაში იციან, რომ თოფურიას დაამარცხებს და UFC-ს არ სურს, „ელ მატადორის“ სახით ვარსკვლავი დაკარგოს.

როგორც მოგეხსენებათ, არმანმა ბოლო ბრძოლაში დენ ჰუკერი დააფინიშა და საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ეს მოხდეს. ახლახან ილიამ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ორთაბრძოლის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეწყვეტილი მატჩი, ბრაჰიმის გაფუჭებული პენალტი და გოლი ექსტრა ტაიმში - სენეგალი აფრიკის თასის ჩემპიონია
შეწყვეტილი მატჩი, ბრაჰიმის გაფუჭებული პენალტი და გოლი ექსტრა ტაიმში - სენეგალი აფრიკის თასის ჩემპიონია