„სანდო მებრძოლები ამჯობინეს“ - გეიჯიმ ცარუკიანზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ ამავე წონის რეიტინგის პირველ ნომერზე, არმან ცარუკიანზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ მისცეს სომეხ მებრძოლს ქამრისთვის ბრძოლის შანსი.
„რა თქმა უნდა, ცარუკიანი ყველაზე მეტად იმსახურებს სატიტულო ჩხუბს, თუმცა ის რამდენჯერმე არასწორად მოიქცა, UFC-ში კი ამის გაკეთება არ შეიძლება. არმანს ქამრისთვის უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრძოლამდე ერთი დღით ადრე ჩაეხსნა. დღესაც არ ვიცით ზუსტად, თუ რა მოხდა მაშინ.
დარწმუნებული ვარ, UFC-ის ეს ძალიან არ სიამოვნებს. მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არსებობდა, პრომოუშენმა ამაში დიდი ძალისხმევა ჩადო, ხოლო როდესაც ცარუკიანმა წონა ვერ ჩააბარა, UFC-ის ხელმძღვანელობა ძალიან გაბრაზდებოდა. ამის შემდეგ მან პირისპირ დგომის დროს დენ ჰუკერს თავი ჩაარტყა. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან ამის გამო შეიძლება ბრძოლა ჩაიშალოს.
ვფიქრობ, სწორედ ამის გამო არ მისცეს ცარუკიანს ქამარზე ბრძოლის შესაძლებლობა. UFC 324 ახალი სატელევიზიო კონტრაქტის ფარგლებში პირველი ღონისძიება იქნება, ამიტომ პრომოუშენის ხელმძღვანელობამ სანდო მებრძოლები აირჩია“.
შეგახსენებთ, რომ UFC 324-ზე ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იჩხუბებენ, მათ შორის გამარჯვებული, დენა უაითის თქმით, ილია თოფურიას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ცარუკიანს, მან გასული წლის ნოემბერში დენ ჰუკერს მახრჩობელა ილეთით - მხრის სამკუთხედით მოუგო.