„სატიტულო ჩხუბზე მე უარი არასოდეს მითქვამს“ - ლოპესმა კრიტიკოსებს უპასუხა
რამდენიმე კვირაში UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლა შედგება, სადაც ერთმანეთს ისევ ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან. როდესაც ავსტრალიელისა და ბრაზილიელის რემატჩი ჩაინიშნა, ამ ყველაფერს ბევრი არ ეთანხმებოდა და UFC-ის ხელმძღვანელები ლოპესისთვის კიდევ ერთი საჩემპიონო შანსის მიცემის გამო ბევრმა გააკრიტიკა, რაზეც თავად დიეგოს ასეთი პასუხი აქვს:
„ბედნიერი ვარ, რომ ტიტულის მოგების კიდევ ერთი შანსი მივიღე. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რამდენად ბევრს ვშრომობ. სხვათა შორის, ვოლკანოვსკისთან პირველ დაპირისპირებაში დამარცხების მიუხედავად, UFC-ის შეფებმა სანახაობრივი ბრძოლისთვის მადლობა გადამიხადეს და დამპირდნენ, რომ რომ თუ მომდევნო შეხვედრაში გულშემატკივარს ისევ შოუს შევთავაზებდი, ქამრისთვის ჩხუბის შანსს კიდევ მომცემდნენ.
ყველამ კარგად ნახა ჟან სილვა როგორ სტილში დავამარცხე და დენა უაითმაც ჩემთვის მოცემული სიტყვა შეასრულა. ვიცი, ბევრი თვლის, რომ ვოლკანოვსკისთან ევლოევს, ან მერფის უნდა ეჩხუბა, რაშიც სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ მე სატიტულო ჩხუბზე უარი არასოდეს მითქვამს. უი, მაპატიეთ ბიჭებო, წამომცდა“.
ცნობისათვის, ამავე თემაზე როდესაც შეკითხვით დენა უაითს მიმართეს, UFC-ის აღმასრულებელი დირექტორისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ვისაც არ მოსწონს, არ უყუროს“.