კანელო ალვარესი
Aa
Aa

კანელო ალვარესი რინგს 12 სექტემბერს დაუბრუნდება

საუდის არაბეთში საბრძოლო საღამოების ორგანიზატორმა, ტურკი ალ-შეიხმა განაცხადა, რომ ცნობილი მექსიკელი მოკრივე, საულ „კანელო“ ალვარესი, რინგზე 12 სექტემბერს დაბრუნდება. ამის შესახებ Ring Magazine წერს.

მისი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბრძოლა გაიმართება დიდი კრივის საღამოს ფარგლებში, სახელწოდებით „მექსიკა დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ“. ამ შოუში მექსიკელი მოკრივეები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ოპონენტებს დაუპირისპირდებიან.

საინტერესოა, რომ ეს ბრძოლა კანელოს ბოლო მარცხიდან ზუსტად ერთ წელიწადში შედგება. თავის ბოლო ორთაბრძოლაში, რომელიც გასული წლის სექტემბერში გაიმართა, ალვარესი ტერენს კროუფორდთან დამარცხდა.

საული აცხადებდა, რომ რევანშისთვის მზად იყო, თუმცა კროუფორდმა ცოტა ხნის წინ კარიერა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ალვარესი მსოფლიო ჩემპიონი ოთხ წონით დივიზიონში იყო და სამში, საჩემპიონო ქამრები გააერთიანა. 2021 წელს, „საული“ პირველი მოკრივე გახდა, რომელმაც სუპერ საშუალო წონით დივიზიონში ქამრები გააერთიანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაცების ცემაში ფულის აღებას არაფერი სჯობს“ - ტაისონ ფიური ბრუნდება
„კაცების ცემაში ფულის აღებას არაფერი სჯობს“ - ტაისონ ფიური ბრუნდება