რევაზ იმნაიშვილი
Aa
Aa

„ნაკლები შეცდომა და მეტი აგრესიულობა“ - იმნაიშვილის საბრძოლო განწყობა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს დღეს სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ჩატარება უწევს. ქართველი წყალბურთელები სლოვენიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ. გუნდში რომ უპრინციპულესი დაპირისპირების წინ სრული საბრძოლო განწყობაა, ამაზე საქართველოს ნაკრების კაპიტნის რევაზ იმნაიშვილის კომენტარიც კარგად მეტყველებს, რომელმაც არსებული მოლოდინის გარდა, განვლილი ორი თამაშიც შეაფასა.

რევაზ იმნაიშვილი

მოლოდინი და კონცენტრაცია სრულად დაფუძნებულია იმაზე, რომ სლოვენიასთან ჩვენი რეალური შესაძლებლობები ვაჩვენოთ. გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ, ამის შემდეგ კი ვეცდებით რაც შეიძლება კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. რაც შეეხება განვლილ მატჩებს, ზოგადად ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტური ყველაზე რთულია, მითუმეტეს როდესაც იმ დონის მოწინააღმდეგე გყავს, როგორიც საბერძნეთის ნაკრებია.

მიუხედავად ყველაფრისა, საწყის ორ მატჩში იყო ბევრი პოზიტიური მომენტი, განსაკუთრებით კი ხორვატებთან დაპირისპირებაში. უბრალოდ, დავუშვით შეცდომები, რასაც ასეთი კლასის მოწინააღმდეგენი იშვიათად გპატიობენ. პატივს ვცემთ სლოვენიას, მაგრამ ეს გუნდი საბერძნეთსა და ხორვატიას აშკარად ჩამოუვარდება. ნაკლები შეცდომისა და მეტი აგრესიულობის ხარჯზე აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჯერ ბერძნებთან (6:20), შემდეგ კი ხორვატებთან (7:18) დამარცხდა. სლოვენიელებთან დღევანდელი თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარეკორდო სხვაობით - მძიმე მარცხი საბერძნეთთან
სარეკორდო სხვაობით - მძიმე მარცხი საბერძნეთთან