ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი: თუ, ილია ზაფხულში არ დაბრუნდება, ქამარი უნდა ჩამოერთვას

პედი პიმბლეტს სურს, რომ ილია თოფურიას საჩემპიონო ტიტული ჩამოართვან.

ინგლისელმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც UFC ასე უნდა მოიქცეს.

„თუ ილია ოქტაგონს ივნისამდე ან ივლისამდე არ დაუბრუნდება, ტიტული ვაკანტურად უნდა გამოცხადდეს. იმ დროისთვის ის უკვე ერთი წელი იქნება ჩემპიონის რანგში, თუმცა ამ პერიოდში ქამრის არცერთი დაცვა არ ექნება ჩატარებული, რაც პრობლემაა“,

- განაცხადა პიმბლეტმა.

როგორც მოგეხსენებათ, თოფურიამ UFC-ში გამოსვლები ოჯახური პრობლემების გამო დროებით შეაჩერა, თუმცა უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია მომდევნო ბრძოლას სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში გამართავს.

„ელ მატადორი“ ოპტიმისტურად პირველმა სასამართლო სხდომამ განაწყო, რომელშიც მან გაიმარჯვა და სასამართლომ ყოფილ მეუღლეს ქალიშვილთან ერთად ესპანეთის დატოვება აუკრძალა. ჯორჯინა უზკატეგი ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან წასვლა ინტერნეტში ბულინგის გამო სჭირდებოდა, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ მიიღო. აღინიშნა, რომ ავიაბილეთები თორმეტი დღით ადრე იყო შეძენილი, ვიდრე თოფურია იმ განცხადებას გამოაქვეყნებდა, რასაც მოგვიანებით მედიასა და MMA საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის 25 იანვარს ერთმანეთს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები