იურგენ კლოპი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

კლოპი: ალონსო 6 თვეში გაუშვეს, რეალში ყველაფერი სწორადარ არ კეთდება

ჩაბი ალონსოს „რეალიდან“ დათხოვნის შემდეგ, ესპანურ პრესაში იურგენ კლოპის სახელი აქტიურად გვხვდებოდა. გერმანელ სპეციალისტსა და „სამეფო კლუბს“ ერთმანეთს სულ უფრო მეტად უკავშირებდნენ, თუმცა კლოპმა ამ ჭორებს წერტილი თავადვე დაუსვა.

გერმანელმა სპეციალისტმა ESPN-თან საუბრისას თავისი პოზიცია დააფიქსირა:

„რეალი? ჩემმა ტელეფონმა მართლაც დარეკა, თუმცა მადრიდიდან არა. მიუხედავად ამისა, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს თემა ჩემთან უნდა განეხილათ. ვფიქრობ, ჭორები ამის შესახებ უკვე დიდი ხანია დადის. ზუსტად ვიცი, საით მიგყავთ თქვენი კითხვა, მაგრამ ამას ჩემთან საერთო არაფერი აქვს და ეს თემა მე არ მაწუხებს. ამჟამად სადაც ვარ, სწორ ადგილას ვიმყოფები.

როდესაც მოდიხარ ისეთი ლეგენდისა და წარმოუდგენლად წარმატებული მწვრთნელის შემდეგ, როგორიც კარლო ანჩელოტია, რომელსაც გუნდის მართვის თავისი სპეციფიკური სტილი ჰქონდა - და შენ ცდილობ ახალი წესების დანერგვას, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩაბის გამო გული ნამდვილად მწყდება, რადგან მას დიდებულ მწვრთნელად მივიჩნევ.

(ალონსოს წასვლა) ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ იქ რაღაც იდეალურად ვერ მუშაობს. ეს რამდენიმე რამეზე მიანიშნებს: ერთი მხრივ იმაზე, რომ ჩვენ (მწვრთნელებს) დრო აღარ გვაქვს, მეორე მხრივ კი იმაზე, რომ რეალში მოთხოვნები, ლოგიკურად, უზარმაზარია. ვფიქრობ, როცა ასეთი ლეგენდის შემდეგ მოდიხარ და ახალი წესების დაწესებას ცდილობ, ეს საკმაოდ რთული საქმეა და ამჯერად ეს ზედმეტად ძნელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ჩაბის მსგავსი წარმატებული მწვრთნელის 6 თვეში დათხოვნა იმის ნიშანიც არის, რომ რეალში ყველაფერი 100%-ით სწორადარ არ კეთდება.

ისეთი შეგრძნებაა, რომ პროფესიულ ფეხბურთში განვითარებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოლოდინები რეალში, ცხადია, კოლოსალურია. მე მართლა განვიცდი ალონსოს გამო. რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს გზას, მაგრამ ეს მისი კლუბი იყო, რეალი კი მწვრთნელების უმეტესობისთვის საბოლოო დანიშნულების ადგილია. ერთხელაც თუ იქ მოხვდები, გსურს, რომ სამუდამოდ დარჩე“.

- განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ალვარო არბელოამ ჩაიბარა, რომელიც ბოლოს „სამეფო კლუბის“ აკადემიის გუნდს „კასტილიას“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები