ფლიკი: ალონსო ბრწყინვალე მწვრთნელია და მას დიდი მომავალი აქვს
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა.
„ეს ფეხბურთია და ეს ჩემი საქმე არ არის. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩაბისთან კარგი ურთიერთობა მაქვს: ჩვენ „ლევერკუზენში“ გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ კავშირს ვინარჩუნებთ. მას საუკეთესოს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მალე მისთვის და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის შესანიშნავი ახალი პროექტი გამოჩნდება. ის ბრწყინვალე მწვრთნელია და მას დიდი მომავალი აქვს. ეს ფეხბურთის ნაწილია და ჩვენ ამას ვერ შევცვლით. კლუბი და გუნდი უნდა გენდობოდეს. ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, შენი უნდა სჯეროდეთ. „რეალი“ ასე მოიქცა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მწვრთნელის მუშაობა ძალიან რთულია, ბევრი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი საქმის ნაწილია და ამას უნდა შევეგუოთ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის ფონზე, მადრიდის „რეალმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩაბი ალონსო, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასული წლის მაისში დაინიშნა.
ცნობისთვის, ალონსოს შემცვლელად ალვარო არბელოა დაინიშნა. დღეს, უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალს“ სურს, ზაფხულში იურგენ კლოპი დაიყოლიოს და მთავარი მწვრთნელის პოსტი მას ჩააბაროს.