„ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა“, - ალონსო რეალს დაემშვიდობა
ჩაბი ალონსომ „რეალიდან“ წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ორშაბათს ღამით, მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ინფორმაცია „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა.
„ეს პროფესიული ეტაპი სრულდება და ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა. მადრიდის „რეალის“ გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო.
მადლობას ვუხდი კლუბს, მოთამაშეებს და განსაკუთრებით გულშემატკივრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მივდივარ პატივისცემით, მადლიერების გრძნობითა და იმ სიამაყით, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“,
- დაწერა ალონსომ სოციალურ ქსელში.
ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა გახდა ჩაბის კლუბიდან წასვლის მიზეზი. აღნიშნული უკვე ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.
„თქვენ არ შეგიძლიათ ფეხბურთელებს ამხელა ძალაუფლება მისცეთ. შეუძლებელია მწვრთნელმა გასახდელი მართოს, როდესაც კლუბი ყოველთვის მოთამაშეების მხარეს იჭერს.“
- ეს იყო ალონსოს სიტყვები კლუბის ხელმძღვანელობის მისამართით.