„კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე და მაკტომინეიზე
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, მასიმო დ’ალესანდრომ სერია A-ს ბოლო ტურში, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება შეაჯამა და სკოტ მაკტომინეი გამოარჩია. დ’ალესანდრომ შოტლანდიელი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ბოლო 5 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიაზე წინ არ დააყენა.
„ეს ფრე გამარჯვებასავით ჟღერს. სერია A-მ მადლობა უნდა გადაუხადოს „ნაპოლის“, რადგან ჩემპიონატს ინტრიგას უნარჩუნებს. „ინტერი“ ფიქრობდა, რომ დაღლილ გუნდს დაუპირისპირდებოდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა — ეს გუნდი ისე ჰგავს თავის მწვრთნელს, როგორც არასდროს. კონტე დიდი მწვრთნელია, „ნაპოლი“ კი - უდიდესი გუნდი.“
„რაც შეეხება მაკტომინეის, ის ბოლო ხუთ წელიწადში სერია A-ში ჩამოსული საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელია კვარაცხელიას შემდეგ. მას კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და ცოტას გამოიმუშავებს, ამიტომ იმედი მაქვს, კონტრაქტის განახლების საკითხი მალე დადგება დღის წესრიგში.“
სერია A-ში, 20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, „ინტერი“ კი 43 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.