„მალე დაბრუნდება, მაგრამ წააგებს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი თოფურიაზე
UFC-ის ვეტერანმა მებრძოლმა, მეტ ბრაუნმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ილია თოფურიას დაბრუნება წარუმატებელი იქნება და ქართველი მებრძოლი დამარცხდება.
რას ამბობს ბრაუნი:
„თამამი პროგნოზი: ის დაბრუნდება, მაგრამ წააგებს. ის ზედმეტად ადრე დაბრუნდება, ისევ მთელი ამ სისულელეებით დატვირთული, და წააგებს, რადგან მისი გონება წესრიგში არ იქნება.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიას, ოჯახური პრობლემების გამო, დროებითი პაუზა აქვს აღებული. მის არყოფნაში პიმბლეტი და გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბობენ და მათი ორთაბრძოლა 25 იანვარს გაიმართება.