თუ ილიას ბრძოლა სურს, ჩემს წონაში ამოვიდეს | მახაჩევი მსუბუქ წონაში არ დაბრუნდება
UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, Match TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში დაბრუნებას აღარ გეგმავს. სპორტსმენის თქმით, წონის კლება მისთვის სულ უფრო რთული ხდება და კარიერის დასრულებას სწორედ ქვესაშუალო დივიზიონში აპირებს. მახაჩევი აღნიშნავს, რომ ახალ წონით კატეგორიაში გაცილებით აქტიური იქნება და მზადაა ოქტაგონზე წელიწადში მინიმუმ სამჯერ გავიდეს.
მებრძოლმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ახსენა თეთრ სახლში დაგეგმილი დიდი ტურნირი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს, თუმცა მისივე თქმით ხაბიბ ნურმაგომედოვს არ სურს, რომ ისლამმა ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რის გამოც ამ საკითხის გუნდში დამატებით განხილვაა საჭირო.
ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე მახაჩევმა უპასუხა, რომ ამ ბრძოლისთვის ღიაა, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს. მისი აზრით, რადგან მან მსუბუქ დივიზიონში უკვე ყველა დაამარცხა, დარჩენის მიზეზს ვერ ხედავს. მახაჩევი მიიჩნევს, რომ თუ თოფურიას მასთან ბრძოლა სურს, მან თავად უნდა ამოინაცვლოს ქვესაშუალო წონაში. მისი თქმით, ილიას ამ წონაში ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და ეს ბრძოლა უფრო მეტად ქართველი მებრძოლისთვისაა საჭირო ვიდრე მისთვის.
შეგახსენებთ, 2025 წელს ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური დატოვა და ოფიციალურად გადავიდა ქვესაშუალო კატეგორიაში.