გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი, რუი ბორჟესი
Aa
Aa

„100%-ით მზად არის“ - სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე

17 იანვარს, თბილისის დროით 00:15 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე „კასა პიას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „სპორტინგის“ მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა ჟურნალისტებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და გიორგი ქოჩორაშვილსაც შეეხო.

რას ამბობს ბორჟესი:

„გუნდში დადებითი სიახლეებია: ჰიდემასა მორიტა, გიორგი ქოჩორაშვილი და დანიელ ბრაგანსა 100%-ით მზადყოფნაში არიან. ბრაგანსას შემთხვევა განსხვავებულია — ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის ნელ-ნელა აგროვებს სათამაშო წუთებს და ყოველდღიურად უმატებს. მოხარული ვარ, რომ მისი იმედი ისევ მაქვს, რადგან ის გუნდისთვის როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“

„რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, „კაზა პიაში“ მწვრთნელის შეცვლა თამაშს სტრატეგიულად ართულებს. ალვარო პაჩეკო გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკურ სისტემას იყენებს, ამიტომ რთულია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორ დაგვიპირისპირდებიან. ისინი გამოირჩევიან მაღალი ინტენსივობით, ორთაბრძოლებში სიმტკიცით და სახიფათო კონტრშეტევებით. ასევე, ძალიან ორგანიზებულად მოქმედებენ დაცვაში.“

„ჩვენი მიზანია, არ გადავუხვიოთ სეზონის დასაწყისში არჩეულ გეზს. გარკვეული დანაკლისის გამო გუნდმა დინამიკა ოდნავ დაკარგა, თუმცა პროგრესისთვის მუშაობას ვაგრძელებთ.“

პორტუგალიის ჩემპიონატში, 17 ტურის შემდეგ „სპორტინგი“ 42 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „პორტუს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აეკი და თურქული კლუბები | მექვაბიშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს
აეკი და თურქული კლუბები | მექვაბიშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს