ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„არ ვიცოდი, საბავშვო ბაღი თუ უნდა გამეწვრთნა“ | ალონსოს პრობლემები მოთამაშეებთან

ჩაბი ალონსოსა და „რეალის“ თანამშრომლობა დასრულდა და ესპანელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ პრესაში საინტერესო დეტალები გამოქვეყნდა. ამჯერად გუნდში მომხდარ კონფლიქტს სტატია Marca-მ მიუძღვნა და ალონსოსა და ფეხბურთელების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

Marca-ს ცნობით, მათ შორის არსებული უთანხმოება უკვე ნოემბერში იყო აშკარა. ერთ-ერთი ვარჯიშისას ალონსომ მოთამაშეებს ამ სიტყვებით მიმართა: „არ ვიცოდი, რომ საბავშვო ბაღის გაწვრთნა მომიწევდა.“

ამასთან, „რეალის“ ფეხბურთელები ვარჯიშებისას მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს არ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ტაქტიკურ საკითხებს ეხებოდა. მოთამაშეები თვლიდნენ, რომ ტაქტიკური დავალებები ზედმეტად რთული იყო და წუწუნებდნენ იმაზე, რომ უზარმაზარ მასალასთან უწევდათ გამკლავება.

ალონსო და მისი ასისტენტები დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სწორედ ამიტომ, სავარჯიშო პროცესს ბევრი ადამიანი აკონტროლებდა, რის გამოც ფეხბურთელები თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ.

ცნობისთვის, ალონსოს შემცვლელად ალვარო არბელოა დაინიშნა. დღეს, უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალს“ სურს, ზაფხულში იურგენ კლოპი დაიყოლიოს და მთავარი მწვრთნელის პოსტი მას ჩააბაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ილიას ბრძოლა სურს, ჩემს წონაში ამოვიდეს | მახაჩევი მსუბუქ წონაში არ დაბრუნდება
თუ ილიას ბრძოლა სურს, ჩემს წონაში ამოვიდეს | მახაჩევი მსუბუქ წონაში არ დაბრუნდება