არბელოას სამარცხვინო დებიუტი - რეალი სამეფო თასს გამოეთიშა
სამეფო თასის მერვედფინალში მადრიდის რეალი ალბასეტეს ესტუმრა და დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ალვარო არბელოას სამარცხვინო დებიუტი გამოვიდა და ალბასეტესთან 2:3 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, რეალი საკმაოდ დიდი ინტენსივობით უტევდა, მაგრამ პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო. 43-ე წუთზე ხავიერ ვილარმა ანგარიში გახსნა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასტანტუონომ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
მეორე ნახევარში ტემპი არ დაეცა და ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას. იყო ეპიზოდები, როცა რეალი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღო. 82-ე წუთზე ბეტანკორმა ალბასეტე დააწინაურა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გონსალო გარსიამ წონასწორობა აღადგინა და თითქოს მატჩი დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ სამეფო კლუბი ძირითად დროში ცდილობდა მატჩის მოგებას და კონტრ-შეტევა გამოეპარა, რა დროსაც ბეტანკორმა ლუნინს ეფექტური გოლი გაუტანა და ალბასეტეს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.